17 ივნისი 2019,   17:49
ვრცლად
ირანი ბირთვული პროგრამის განახლების პირობას დებს

ირანი ბირთვული პროგრამის განახლების პირობას დებს. ამ ნაბიჯზე თეირანი იმ შემთხვევაში წავა, თუ შეერთებული შტატები 6 მხრივი მოლაპარაკების შედეგად გაფორმებული ისტორიული შეთანხმებიდან გავა. განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში გააკეთა.

2015 წელს გაფორმებული შეთანხმება ანუ ე.წ. ყოვლის მომცველი სამოქმედო გეგმა თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებას და ურანის გამდიდრების 4 პროცენტამდე დაყვანას ავალდებულებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას ურანის გამდიდრების მონაცემის 20 პროცენტამდე გაზრდა 4-დღიან ვადაში შეუძლია.

მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, თეირანმა საპასუხო ზომებზე მუშაობა დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ დაიწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2015 წლის შეთანხმების გადახედვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმების დატოვებით იმუქრება.

 

დღის ამბები