07 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
შსს-მ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა. გახარიას უწყებამ ქალთა და გოგონათა მიმართ, ასევე, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და საკანონმდებლო ბაზის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

„მაისიდან დაინერგება რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი, რაც მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება გამომძიებლების ხელში იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობას და ქალთა მიმართა ძალადობას უფრო ეფექტიანად ებრძოლონ,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები