16 ოქტომბერი 2018,   00:26
ვრცლად
სარგსიანის შემდეგ, სომხეთში მთავრობის წევრებიც გადადგნენ - მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობს

ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა. პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ერთ-კვირიანი მუშაობის შემდეგ, მთავრობის მეთაური იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. სარგსიანთან ერთად გადადგა მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სომხეთის პრეზიდენტმა გააკეთა. ახლა ქვეყანაში, რომელიც 11 დღის განმავლობაში სახალხო პროტესტით იყო მოცული, სარგსიანის ეპოქის დასრულებას ზეიმობენ.

პრემიერ-მინისტრის გადადგომამდე საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ სამხედროებიც, პარალელურად ხელისუფლება ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებთან მართავდა მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც ოპოზიციონერი დეპუტატები გაათავისუფლეს. ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვების მიტინგი მიმდინარეობს.

„ამ სურათით ყველაფერი ნათქვამი არის. დღეს ამ პრემიერ-მინისტრისათვის გლოვის ნამდვილი დღეა. ახალი პრემიერ-მინისტრი გაათავისუფლეს ხალხმა. მთავრობის ახალი მეთაური უნდა იყოს ისეთი, რომელიც მოსახლეობის გამოწვევებს უპასუხებს. ეს ადამიანი 10 წელი ძარცვავდა ჩვენს ქვეყანას, შესაბამისად ჩვენ ასეთ პრეზიდენტს ვერ შევეგუებით,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
 

დღის ამბები