27 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
"ბატონ გიორგის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე ეპასუხა, სამწუხაროდ იქით წამოვიდა შეტევაზე" - ლევან თარხნიშვილი

პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც მმართველი გუნდი მის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ შავ პიარში დაადანაშაულა „ევროპული საქართველო“ ეხმაურება. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს იმის მაგივრად, რომ პასუხი გაეცა კითხვებისთვის შეტევაზე წავიდა.

„ოცნება, რაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას შემდეგ აკეთებს ყველაფერს, რომ დასუსტდეს სხვადასხვა ინსტიტუტები. მეორე მხრივ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ბატონ გიორგის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე ეპასუხა ლოგიკურად, სამწუხაროდ იქით წამოვიდა შეტევაზე და ეს შეტევა  წინა შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს ეხებოდა ამ შემთხვევაში მან რა თქმა უნდა სწორი ადრესატი აირჩია და სწორედ მათ უნდა მოკითხოს პასუხი,“-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს შპარგალკებით პროპაგანდისტული ომი და იეჟოვის ტერმინოლოგია უწოდა. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მარგველაშვილმა "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა, მსხვერპლი თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში, თავად გააკეთა განცხადება, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა, ხოლო  როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რატომღაც ყველაფერი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაბრალდა.

პრეზიდენტი შს სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები