03 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
მისი ავტორიტეტი პოზიტიურად წაადგება პარტიას და პარტიის გაძლიერება აისახება ქვეყნის სიძლიერეზე - მმართველი გუნდი ივანიშვილის დაბრუნებაზე 

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიას და ქვეყანას წაადგება. მმართველ პარტიის წარმომადგენლების აზრით, ყოფილი პრემიერის ეს ნაბიჯი მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება.

„კიდევ უფრო მეტი დინამიკა, კიდევ უფრო მეტი მენეჯმენტი, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ა.შ. ის არის ამ პარტიის დამფუძნებელი, ყველაზე მეტად მისი ინტელექტუალური რესურსი, მისი ნებისმიერი რესურსი, განსაკუთრებით გამოვყოფ მის ინტელექტუალურ რესურსს, მის ავტორიტეტს, უდავოდ პოზიტიურად წაადგება პარტიას და პარტიის გაძლიერება ბუნებრივად აისახება ქვეყნის სიძლიერეზე,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი სოფიო კილაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას საჭიროებს. კილაძე ამბობს, რომ პარტია უნდა იყოს უფრო ქმედითი.

„დარწმუნებული ვარ ბატონი ბიძინა ამას ისევე კარგად შეასრულებს, როგორც სხვა ძალიან ბევრი პოზიტივი შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში,“-ამბობს კილაძე.

დღის ამბები