27 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
თუ კვირიკაშვილმა გააკვირვა ლუკაშენკო თავისი რუსული სახელმწიფოს მიმართ სენტიმენტებით, ეს მართლა უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება - ბოკერია

„თუ ეს სიმართლეა, საქართველოს პრემიერმინისტრმა გააკვირვა ლუკაშენკო თავისი რუსული სახელმწიფოს მიმართ სენტიმენტებით, ეს მართლა უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ, გააკეთა.

ბელარუსის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური გამოსვლის დროს გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა. ამასთან დაკავშირებით, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს გარეშეც ცხადი იყო, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკა საქართველოში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს.

„ჩვენ ლუკაშენკოს გარეშეც ვიცით, რომ ქართული ოცნების, ივანიშვილის გუნდის და კერძოდ, კვირიკაშვილის პოლიტიკა აძლიერებს რუსეთის პოზიციებს ჩვენი ქვეყნის შიგნით და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ამის ყველაზე ცუდი მაგალითი იყო კვირიკაშვილის ე.წ. წერილი ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები