03 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ სტრესის რეჟიმში მომუშავე მედია, სინამდვილეში გვაქვს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის მცდელობა - ბოკუჩავა

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, რომ სახელწმიფო ინსტიტუტები შესუსტებულია, შესუსტებული კი არა, მორღვეულია სახელმწიფო ინსტიტუტი, რადგან მთელი სახელმწიფო მანაქანა ემსახურება და ემორჩილება ერთადერთ ადამიანს,“- ასე ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ  პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტს.

ოპოზიციის წევრმა საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის მოხსენება შეფასა.

„თქვენ გააკრიტიკეთ სასამართლოს სიტემაში დანიშვნები, სინამდვილეში სასამართლო სისტემაში ამ დანიშვნებმა და ბევრმა სვხა მანკიერმა პრაქტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ არსებობს კლანები, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს. მთელი სასმართლო სისტემა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს, როდესაც საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, ან „რუსთავი 2-ს“, ან სხვა საქმეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეხება. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ სტრესის რეჟიმში მომუშავე მედია, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. შეუძლებელია ვისაუბროთ მედიაზე და "რუსთავი 2"-ზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ვისაუბროთ,“- აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები