27 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
"არ მივიღებთ დებატებში მონაწილეობას" - პრეზიდენტის შემდეგ სხდომათა დარბაზი "ევროპულმა საქართველომაც" დატოვა

საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს არ არის ჩვეულებრივი საპარლამენტო დისკუსია საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

მისივე თქმით, შექმნილი არაორდინალური სიტუაციის გამო დებატების აზრს პარტია ვეღარ ხედავს.

„დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია და შექმნილი პოლიტიკურ სიტუაციაში უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ გზას იმ ფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რომ პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ დისკუსიაში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად და შეუსაბამოდ გვეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადება პარლამენტის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს რეგლამენტში, რომ პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცემოდა. 

დღის ამბები