06 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
10 დღიანი პატიმრობა - ზვიად კუპრავას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ, დღეს მისი ადვოკატი გაასაჩივრებს.

უფლებადამცველი ზვიად კუპრავას  დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ადვოკატი საქმის შესწავლასა და რეაგირებას მიზნით, სახალხო დამცველსაც მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად კუპრავას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

კუპრავა სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს, როდესაც მეგობართან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა.

„არ იყო შეურაცხყოფა, აქ იყო განყენებული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც აღასრულეს რიგითმა პოლიციელებმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიად კუპრავა არის სამართალდამრღვევად ცნობილი. ვითხოვთ, რომ ეს გაუქმდეს და შესაბამისად გათავისუფლდეს იგი პატიმრობიდან,“-განაცხადა ადვოკატმა ლევან დავითაიამ.

დღის ამბები