03 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
მკვლელობა ხაშურში - სამართალდამცველებმა ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს

სამართალდამცველებმა ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული მამაკაცი ხაშურის „ახალ კლინიკაში“ აიყვანე. ის მკურნალობას ამ დრომდე პოლიციის თანამშრომელთა მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.

გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავე ისრაელის მოქალაქეა.

სოფელ ალში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ყოფილი რძლის ოჯახში მისული ბესიკ ომიაძე გარდაიცვალა, დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირებმა კი ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიაყენეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები