06 მაისი 2024,   00:48
ვრცლად
თბილისის რაიონების დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება

თბილისის რაიონების დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. წყლის შეწყვეტის მიზეზი გაგარინის 7 ნომერში წყლის სადენის ქსელის დაზიანება გახდა.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობდა. უბნების წყლით მომარაგება 2 საათის შემდეგ, ეტაპობრივად განხორციელდება.

დაზიანებაა დიდუბის რაიონშიც, ადგილზე მობილიზებული არიან „ჯორჯია ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები.

ამ რაიონის უბნებში წყლის აღდგენა მხოლოდ 6 საათის შემდეგ მოხდება.

დღის ამბები