27 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
„სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს, ჩვენ ვწყვეტთ ვარჯიშს, შეჯიბრებში მონაწილეობას" - ძიუდოისტების ულტიმატუმი 

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ქართულ ძიუდოში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ. ძიუდოისტთა ფედერაციის ყველა წევრმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მათი თქმით, ქართული ძიუდო ღრმა კრიზისშია. ისინი ფედერაციის ხელმძღვანელის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

„სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს, ჩვენ ვწყვეტთ ვარჯიშს, შეჯიბრებში მონაწილეობის მიღებას,“- განაცხადა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა პროტესტის ნიშნად შეჯიბრზე გამოსვლაზე უარი განაცხადა და ბოსნიაში არ გაემგზავრა.

„მივემგზავრებოდი ბოსნიაში. ოპერაციის შემდეგ პირველი ტური იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ პრობლემების გამო გადავწყვიტე, რომ ბოიკოტი გამოვაცხადო. მე თავის დანებებაც რომ რომ მომიწიოს, სანამ ეს მმართველობა იქნება ჩვენს ფედერაციაში, სპორტის გამგრძელებელი არ ვარ,“- განაცხადა ძიუდოისტმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

დღის ამბები