08 დეკემბერი 2019,   22:31
ვრცლად
საქართველოს იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტთან კითხვები აქვს

საქართველოს იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტთან კითხვები აქვს. თეა წულუკიანს აინტერესებს, რატომ შეიტანა შეწყალების აქტში პრეზიდენტმა ცვლილებები.

„გვაქვს კითხვის ნიშნები, თუ როგორ მოხდა შეწყალების წესში პრეზიდენტის მიერ მისივე აქტში ცვლილებების შეტანა იმისთვის, რომ კორუფციასთან შემხებლობაში მყოფი პატიმრები უფრო ადვილად იქნენ მის მიერ შეწყალებულები, მან ეს წესი გაიმარტივა და რატომ, ამაზე კითხვა არის და პასუხი მაინტერესებს,“ - აცხადებს წულუკიანი.

კიდევ ერთი კითხვა, რომელიც თეა წულუკიანს გიორგი მარგველაშვილის მისამართით აქვს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს ეხება, რომელთაც საქართველოში დაბრუნება სურთ.

„ჩვენ გვყავს არაერთი პრობლემების გამო უცხოეთში გადახვეწილი ქართველი, რომელიც მობრუნდა სამშობლოსკენ, სურს დაბრუნება და მიუხედავად ჩვენი დადებითი დასკვნისა, პრეზიდენტს უთქვამს დაუსაბუთებელად უარი, ეს კითხვები არსებობს პასუხები არ არის. ამიტომ, ალბათ, უსარგებლოა იმის ძებნა, თუ სხვა ვინ არის დამნაშავე,“ - განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები