26 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ან ბოდიში მოხდას ითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებული ბრალდებების დადასტურებას ითხოვს.

პრეზიდენტის პოლიტიკურ მდივანს მიაჩნია, რომ პროკურატურას ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება უნდა დაეწყო.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, თუ პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას, ირაკლი კობახიძე თავად უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში და მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც მას კორუფციასთან დაკავშირებით აქვს.

„ბრალდებები მართლაც იმდენად მძიმეა და გაისმა უმაღლესი ტრიბუნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირისაგან რომ, ქართული სახელმწიფოს პრესტიჟი ქართული საზოგადოება ითხოვს და იმსახურებს იმას, რომ ამ საკითხებზე შესაბამისმა ორგანოებმა წარმართონ შესაბამისი პროცესი.

"ანუ, განცხადებები, რომელიც გაისმა კორუფციასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულ ნგრევასთან სამართალდამცავი სისტემებისა, იმდენად მძიმე ბრალდებებია, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე უკვე უნდა იყოს მისული პროკურატურაში და ამის თაობაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მიწოდებული. ან მინიმუმ, პროკურატურა უნდა ინტერესდებოდეს ამ საკითხებით და თავად იწვევდეს ამ განცხადებების ავტორებს. თუ ამას საფუძვლად არაფერი უდევს, მაშინ ბოდიშის მოხდის გარდა არაფერი დარჩენიათ საზოგადოებისთვის,“-აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

დღის ამბები