06 დეკემბერი 2019,   03:06
ვრცლად
მოსკოვი ირანს ბირთვული არქივების სკანდალის ფონზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს

მოსკოვი ირანს ბირთვული არქივების სკანდალის ფონზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა.

მარია ზახაროვას შეკითხვა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ხმაურიანი განცხადების შესახებ დაუსვეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ირანის საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა.

ზახაროვას განცხადებით, თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა უპასუხოს, რუსეთი კი ორგანიზაციის დასკვნებს სრულად ენდობა.

ზახაროვას განცხადებით, რომ მოსკოვი ისტორიული შეთანხმებით ნაკისრს ვალდებულებებს იქამდე შეასრულებს, ვიდრე ამას პარტნიორი ქვეყნები აკეთებენ.

ექვსმხრივი მოლაპარაკების მონაწილეები კი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას 12 მაისამდე მიიღებს.

დღის ამბები