27 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
ხე-მცენარეების მასიური ხმობა გურიაში-მოსახლეობა ჭარბტენიანობაზე საუბრობს

ჭარბტენიანობა გურიაში, რომელიც სავარაუდოდ მცენარეების მასიური ხმობის და დახავსიანების მიზეზი გახდა - რეგიონში არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ადგილობრივები საუბრობენ. შეცვლილ კლიმატურ პირობებს მოსახლეობა ჰესების მშენებლობას უკავშირებს.

მათი განცხადებით სწორედ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემდეგ დაიწყო ჩოხატაურში მცენარეების მასიური ხმობა. ადგილობრივები სავალალო შედეგებზე საუბრობენ, რადგან მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა, შესაბამისად ბოლო თვეებში გამოწვეულმა ზარალმა ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა.

ადგილობრივები  ხელისუფლებისგან დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვენ.

 

ავტორები: თაკო სურგულაძე, ლადო მენაბდე.

დღის ამბები