26 აპრილი 2024,   21:54
ვრცლად
სუბარი, ცქიტიშვილი, ჯაფარიძე - "ქართული ოცნება" სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებს განიხილავს

„გააგებინე შენი ხმა მთელ ქვეყანას”-ამ სლოგანით "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადეს, თუმცა თავად მთავარი მოქმედი პირი მმართველ გუნდს ჯერ არ ჰყავს. ბიძინა ივანიშვილს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. დღეს გაირკვა, რომ რამდენიმე კანდიდატმა ვისაც ივანიშვილი პრეზიდენტად ხედავდა, მას უარი უთხრა.

გავრცელებული ინფორმაციით კანდიდატებს  შორის კი ვისაც „ოცნება“ განიხილავს სოზარ სუბარი, თედო ჯაფარიძე და მაია ცქიტიშვილი არიან.

პრეზიდენტობის  სავარაუდო კანდიდატებზე არ საუბრობენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ და საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ორი თვით ადრე დაასახელებენ.

პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2"-ის კითხვაზე, "თუ როდის დაასახელებს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს," აცხადებს რომ ეს ივნისში მოხდება. 

დღის ამბები