06 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
შსს არათანმიმდევრულად იბრძვის მოწოდების შემცირებისკენ - არასამთავრობოები სახელმწიფო ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებ​ი ნარკორეალიზაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სისტემურ ჩართულობაზე საუბრობენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ამის თქმის საფუძველს მსგავს ფაქტებზე უწყების არათანამიმდევრული რეაგირება იძლევა. მათივე შეფასებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია და მსოფლიოში უკვე დადასტურებულია.

"როდესაც რაღაც კრიზისი დგება შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურდება და იწყებს რეალიზატორების დაკავებას. სხვა პერიოდში არის დუმილი და თითქოს რეალიზატორები არ არიან. სინამდვილეში ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არათანმიმდევრულად იბრძვის მოწოდების შემცირებისკენ. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები სუფთანი არიან მთლიანად,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი, დავით სუბელიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ნარკომანიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ასახელებს. 

"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არის გზა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის და მათ შორის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის,"-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

დღის ამბები