27 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
ირანის პარლამენტში ამერიკის დროშა და შეთანხმების ასლი დაწვეს

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად კონსერვატორებმა ირანის პარლამენტში ამერიკის დროშა დაწვეს.

შეერთებული შტატების საწინააღმდეგო შეძახილების ფონზე პარლამენტარებმა ცეცხლი 2015 წლის შეთანხმების ასლსაც წაუკიდეს.

ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკის გარდა უნდობლობა გამოუცხადა ევროპულ ქვეყნებსაც. ჰასან როუჰანის ბრძანებით კი უახლოეს მომავალში თეირანი ბირთვული გარიგების გადასარჩენად ევროკავშირთან, რუსეთთან და ჩინეთთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების შენარჩუნება ვერ მოხერხდება, ირანი კვლავ დაიწყებს ურანის გამდიდრებაზე მუშაობას.

ისტორიული გარიგება დასავლეთსა და ირანს შორის 2015 წელს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ირანმა ბირთვული პროგრამა შეაჩერა, სანაცვლოდ კი საერთაშორისო გაერთიანებამ მას სანქციები მოუხსნა.

დღის ამბები