27 აპრილი 2024,   02:06
ვრცლად
მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება - ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებული კონფერენცია გახსნა

მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ბარიერების მოხსნა - მსოფლიო ბანკის ორგანიზებული კონფერენცია ფინანსთა მინისტრმა გახსნა.

მამუკა ბახტაძემ მონაწილეებს სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო.

„რაც შეეხება დაფინანსების სხვადასხვა წყაროებს, პირველ რიგში აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენი კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა რომელიც ხორციელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ აქცენტი იმაზე, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის გაზრდა  არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ ტიპის დაფინანსების მექანიზმებზე“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები