07 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს ტრიუმფალურ დაბრუნებას, ასევე ტრიუმფალურად მოუწევს ამ ყველაფერზე პასუხისგება - ბექა წიქარიშვილი

ღამის კლუბ „ბასიანთან“, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტები იმყოფებიან. „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განცხადება ბექა წიქარიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ დაშლას არ აპირებენ და პროტესტი მასობრივ აქციებში გადაიზრდება.

„ფატალურ შეცდომა დაუშვა ხელისუფლებას, რაც ასე მარტივად არ შერჩებათ. იცოდნენ, რომ მზად იყვნენ ყველაფრისთვის, დაშლას არ ვაპირებთ და ისინი ამ ქმედებაზე პასუხს მიიღებენ. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს ამ ტრიუმფალურ დაბრუნებას, ასევე ტრიუმფალურად მოუწევს მას ამ ყველაფერზე პასუხისგება,“- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები