19 ივლისი 2019,   21:42
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მთავარ აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საკაცით აქციიდან გაიყვანა. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქცია იმართება. პარლამეტის შენობის წინ "თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ. ასევე იმართება კონტრაქციაც.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, წყლის ჭავლის მანქანები, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ამავე თემაზე
დღის ამბები