27 აპრილი 2024,   07:05
ვრცლად
პოლიტიკური მზაობა არ არსებობს იმის, რომ რეალურად მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - თინათინ ბოკუჩავა

„პოლიტიკური მზაობა არ არსებობს იმის, რომ რეალურად მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, იმიტომ, რომ ამ, ხელისუფლებას ეს სჭირდება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას განმარტებით, სახელმწიფოს აქვს ხისტი ნარკოპოლიტიკა, ხოლო შს მინისტრმა გუშინ პარლამენტის წინ განცხადება, მხოლოდ დაპირისპირების განმუხტვის მიზნით გააკეთა.

„საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები უნდა ვეცადოთ, რომ ეს დაპირება არ დარჩეს აუსრულებელი. დარწმუნებული ვარ, რომ აქციის მონაწილეებსაც იგივე მიზანი აქვთ, რომ ეს არ დარჩეს, დაპირება დაპირებად,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

დღის ამბები