27 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
კანონპროექტი ნარკოლიბერალიზაციის შესახებ - ლევან კობერიძე ცვლილებებს არ გამორიცხავს 

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

კობერიძე ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს. 

„ინდივიდუალური დოზის განსაზღვრის შემთხვევაში, ფლობის დროს მოქალაქის რამდენჯერმე გაჩერების შემთხვევაში, თუკი მას ექნება დოზა, რომელზეც ყველა შეთანხმდება, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დოზა, რამდენიმეჯერ, მაგალითად, ორჯერ, მოქალაქის გაჩერების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რომ კანონპროექტში იყოს შეტანილი შემდეგი ცვლილება, ასეთი ადამიანი მოხვდეს, აღიძრას მასზე სისხლის სამართლის საქმე, ოღონდ არ მიეცეს მას შემდგომი მსვლელობა, არამედ ეს ადამიანი გადამისამართდეს ე.წ. გადარწმუნების კომისიაში,“ - განაცხადა კობერიძემ.

დღის ამბები