21 სექტემბერი 2018,   18:52
ვრცლად
400 ლარიანი ჯარიმა და გაფრთხილება - 13 მაისს აქციაზე დაკავებულები სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო 

13 მაისს რუსთაველის გამზირზე, კონტრაქციის დროს დაკავებული პირების მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 17 პირიდან ოთხს , 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, სამს -300 ლარიანი, ორ ბრალდებულს  კი 250 ლარიანი. დაკავებულებიდან ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

ამ წუთებში სასამართლო კიდევ ერთი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. გიორგი გაბედავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშია ბრალდებული.

კონტრაქციის წევრები, რომელთა შორის ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებიც არიან, პოლიციამ 13 მაისს დააკავა.

ისინი 12 მაისს კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი ახალგაზრდების წინააღმდეგ კონტრაქციას მართავდნენ და მათი ძალისმიერი მეთოდებით დაშლას ცდილობდნენ.

დღის ამბები