26 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის კურთხევით 50-მა წყვილმა ჯვარი დაიწერა

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონიაც გაიმართა. ტაძარში პატრიარქის კურთხევით 50-მა წყვილმა ჯვარი დაიწერა, მათ შორის ყველაზე უხუცესები 80 წლის ცოლ-ქმარი იყო.

„52 წელი ველდოი ამას, შვილების, შვილიშვილებისა და ქართველობის გულისთვის. მინდა ყველას დაენახა, რომ არიან საქართველოში ქართველები, რომლებიც უწმინდურები არ არიან და ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები,“- განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

დღეს ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება და ოჯახის სიწმინდის დასაცავი მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც საზეიმო წირვას საქართველოს პატრიარქმა აღავლენს.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულსაც აღნიშნავს.

დღის ამბები