26 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
გურჯაანში ნიადაგის, წყალმომარაგების, დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა

გურჯაანში ნიადაგის, წყალმომარაგების, დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა. 

აიპ-ის ლიკვიდაციის შედეგად, უსამსახუროდ 19 თანამშრომელი დარჩა.

შეჩერდა ლაბორატორიაც, რომელიც ქალაქში წყლის ანალიზზე იყო პასუხისმგებელი.

გათავისუფლებულები გურჯაანის მერს, არჩილ ხანდამაშვილს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერი წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ ხელფასების გაზრდას ჰპირდებოდათ და გაუქმებაზე საუბარი არ ყოფილა.

მერიაში კი ლიკვიდაცია ორი იდენტური სამსახურის არსებობით და თანხების დაზოგვის მიზეზით ახსნეს.

დღის ამბები