26 სექტემბერი 2018,   01:55
ვრცლად
„პიდარასტებს საქართველოში არ გავაგულავებთ"- რუსთაველზე ვითარება დაიძაბა

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაძაბულია. ამ წუთებში “ქართული მარშის“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები.

ისინი აგრესიულები არიან. ამ დროისთვის დაკავებულია 10-მდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და "ქართული მარშის" წევრი, რამაზ გაგნიძე. მის დაკავებას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას. 

„პიდარასტებს საქართველოში არ გავაგულავებთ, რაც არ უნდა მოხდეს, ყველა დაგვიჭირეთ,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

კონტრაქცია საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, დროდადრო აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს და სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაჰყავს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები