18 ივლისი 2018,   03:20
ვრცლად
კლუბ "ბასიანის" მფლობელის დაკითხვა დასრულდა - ტატო გეთია სამართალდამცველებს პროვოკაციული კითხვების დასმაში ადანაშაულებს 

კლუბ "ბასიანის" მფლობელი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ტატო გეთიას სამართალდამცველები კითხვებს 12 მაისის ღამეს, კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე უსვამდნენ. კონკრეტულად, კითხვები შეეხებოდა კლუბის შიგნით აღმოჩენილ ნივთიერებებს.  

გეთიას თქმით, მას პოლიციელები პროვოკაციულ კითხვებს უსვამდნენ, მათ შორის, შეუმჩნევია თუ არა ოდესმე კლუბის შიგნით ადამიანები რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

კლუბის მფლობელი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ომს უცხადებს მათ და ეს არის მათ მიერ აგორებული ბინძური კამპანია.

გარდა ამისა, გეთია ვარაუდობს, რომ გამოკითხვაზე კლუბის სხვა თანამშრომლებსაც დაიბარებენ.

დღის ამბები