26 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
ხანძარი ელიავას ბაზრობასთან - ცეცხლი შპალერის მაღაზიას გაუჩნდა

ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ადგილზე 10 ბრიგადა იმყოფება და ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლი 120 კვმ.-ს მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები