27 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ - განსხვავებული შეფასებები ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ

ოფიციალურმა მოსკოვმა გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ გამოთქმულ ინიციატივას მესამე დღეს უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა მხოლოდ ერთი წინადადებით თქვა, რომ პუტინი-მარგველაშვილის შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია.

პრეზიდენტი კი ოკუპაციის პირობებში მის რუს კოლეგასთან შეხვედრას და მოლაპარაკებებს გამორიცხავს. გიორგი მარგველაშვილის სახელით განცხადება პოლიტიკურ საკითხებში მისმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის განცხადება ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ, ქვეყნის შიგნით და გარეთ არასწორად გაიგეს და მცდარი ინტერპრეტაცია მისცეს.

პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის განცხადებას დღეს პირველად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ოკუპანტ ქვეყანასთან საერთაშორისო, მათ შორის, ჟენევის ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს კარასანის განცხადებას დღეს დამატებითი განმარტების გაკეთებაზე, კარასანი-აბაშიძის მთავარმა მომლაპარაკებელმა ზურაბ აბაშიძემ უარი თქვა.

ხელისუფლებიდან დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აქტიურობდნენ. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზული უწოდეს.

პრეზიდენტთან ერთად დღეს, ხელისუფლებას რუსეთთან არასწორი პოლიტიკის წარმართვის გამო აკრიტიკებდა საპარლამენტო ოპოზიცია.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილის რუსეთის პირველ პირთან შესაძლო შეხვედრაზე განაცხადი, მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

ექნება თუ არა რაიმე გაგრძელება პრეზიდენტის ამ წინადადებას, ეს მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გამოიკვეთება, როდესაც კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი გაიმართება.

დღის ამბები