21 ივნისი 2018,   16:36
ვრცლად
ულტიმატუმის ამოწურული ვადა და დაანონსებული აქცია, რომელიც ჩაიშალა - მინისტრმა მომიტინგეებთან ტაქტიკური ბრძოლა მოიგო

„ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის ორგანიზატორების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 19 მაისს ამოიწურა, თუმცა პარლამენტის წინ დაანონსებული აქცია აღარ გაიმართა. როგორც ჩანს ახალგაზრდების ვნებათა ღელვა, საგრძნობლად მინელებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მომიტინგეებთან ტაქტიკური ბრძოლა მაშინ მოიგო, როცა ის გაბრაზებულ ახალგაზრდებთან აქციაზე პირადად მივიდა და ბოდიში მოიხადა. სანაცვლოდ კი აქციის ორგანიზატორები ყველა იმ წინადადებაზე დაიყოლია, რომელიც სწორედ მის ინტერესებში შედიოდა.

მინისტრის ბოდიშს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა, რომ ჰქონდა გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებიდანაც გამოიკვეთა. გახარიამ თქვა, რომ  ბოდიში დისკომფორტისთვის მოიხადა, რადგან სპეცოპერაციის გამო ახალგაზრდების საღამოს გეგმები ჩაეშალათ.  

შინაგან საქმეთა მინისტრი თვლის, რომ 12 მაისს პოლიციამ ნარკორეალიზაციასთან ბრძოლას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ადეკვატური ძალა გამოიყენა და სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ადამიანების უფლებები არ დარღვეულა.

საბოლოო ჯანში ისე მოხდა, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად რუსთაველზე გამოსულ ადამიანებს საპროტესტო აქციის შეწყვეტა და ყვითელი ავტობუსებით შინ წასვლა ისე მოუწიათ, რომ არც მათი მოთხოვნები შესრულებულა და მთავრობის დანაპირებიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზეც ჯერჯერობით ბუნდოვანია.

 

დღის ამბები