27 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
„აქ ერთად ვართ..." - აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა სახელწოდებით, „აქ ერთად ვართ..." გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

გამოფენას საქართველოს იუსტიციის მინისტრიც დაესწრო. 

"ვართ მასპინძლები ამ გამოფენისა, რომელიც ფოტომასალით აჩვენებს აფხაზებისა და ქართველების მრავალი ათეული წლების ურთიერთობას. ჩვენ გვაქვს ერთი წარსული, რომ ის დროებითი წყვეტა ურთიერთობებში რაც შეიძლება დღეს ჩვენ გვქონდეს ოკუპაციის გამო, არის დროებითი, რომ ჩვენ მომავალიც გვექნება ერთი,"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები