27 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
წარმოდგენილ ვარიანტს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს - გიგა ბუკია ნარკოპოლიტიკაზე 

ნარკოლიბერალიზაციის მომხრე და მოწინააღმდეგეებად გაყოფილ საპარლამენტო უმრავლესობაში, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ექსპრემიერმა დღევანდელ შეხვედრაზე, მმართველ გუნდში, კიდევ ერთი დაპირისპირება უნდა მოაგვაროს.

უკვე დაახლოებით ერთი წელია, რაც ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი, პარლამენტს თაროზე აქვს შემოდებული, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმებას ვერ ახერხებს.

გუნდის ნაწილისთვის არსებული კანონპროექტი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რომც სთხოვოს არსებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„ველოდები კანონპროექტს, რომელიც იქნება ფურცელზე დაწერილი და ამის შემდეგ შემიძლია ვიმსჯელო, ზეპირად რა გითხრათ ათასი ვერსია შეიძლება განიხილებოდეს, ჩემთვის მთავარია ქაღალდზე გადატანილი. ჩვენი სურვილია იყოს მაქსიმალური კონსენსუსი“- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია.

 
ჟურნალისტების კითხვაზე, ივანიშვილის თხოვნის შემთხვევაში დაუჭერს თუ არა არსებულ რედაქციას მხარს, გიგა ბუკია აცხადებს: - „რომელიც არის წარმოდგენილი იმ ვარიანტს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს“.

დღის ამბები