26 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
ვულკანი ჰავაიზე - კრატერიდან გადმოსული ლავა ოკეანეში ჩაედინება, რის გამოც ჰაერში მომწამვლელი ნივთიერებების დონემ მოიმატა

ჰავაიზე ვულკანი კილაუეა მოსახლეობას ახალ საფრთხეს უქმნის. კრატერიდან გადმოსული ლავა ოკეანეში ჩაედინება, რის გამოც ჰაერში მომწამვლელი ნივთიერებების დონემ მოიმატა.

ვულკანთან ახლოს მდებარე დასახლებები დიდი ხანია, ევაკუირებულია, მაგრამ ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელების გამო, ევაკუაცია საშიში ზონის მიღმა მდებარე დასახლებების მცხოვრებლებსაც ურჩიეს.

ვულკანი ორი კვირის წინ გააქტიურდა, თუმცა, მისი ამოფრქვევა დღითიდღე ძლიერდება.

დღის ამბები