27 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
12 ივნისს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, არ გაიმართოს

12 ივნისს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შესაძლოა, არ გაიმართოს. ვარაუდი ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის ლიდერთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა.

დონალდ ტრამპის თქმით, სამიტი რომ შედგეს, ფხენიანმა ჯერ ბირთვული განიარაღების პირობა უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრა გადავადდება.

სამიტის ჩაშლით კიმ ჩენ ინი გასულ კვირას დაიმუქრა. ფხენიანმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ შეერთებული შტატები მისგან ბირთვული იარაღზე მუშაობის შეჩერებას დაჟინებით მოითხოვს, სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დღის ამბები