27 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
მაღალსართულიანი კორპუსი დენდროლოგიური პარკის ნაცვლად - ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე მიუთითებს

დენდროლოგიური პარკის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსების აშენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოში, სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

ოპოზიცია სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და რეაგირებას ითხოვს. საუბარია პროექტ "დირსის" ავტორი კომპანიის საკუთრებაში არსებულ 15 ჰექტარზე, რომლის ნახევარზეც სკვერის, მეორე ნახევარზე კი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. ეს ტერიტორია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კომპანიას დენდორლოგიური პარკის გასაშენებლად ერთ ლარად გადასცა.

კახი კალაძემ კი ეს ხელშეკრულება გააუქმა.

„სარევიზიო კომისია უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტით, რატომ ხდება რომ დედაქალაქის მერია კონკრეტულ კომპანია ნაცვლად დენდროლოგიური პარკისა აძლევს უფლებას მაღალი მახინჯი კორპუსების დადგმის“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ვახტანგ შაქარაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე პარკი გაშენდება და დედაქალაქის მაცხოვრებლები „სარგებელს მიიღებენ.“

„რეალობაშიო განხორცილდება 7.5 ჰექტარზე განხორციელდება პარკის მოშენება, იმ ტერიტორიაზე სადაც პარკის გაშენება უნდა მოხდეს ქალაქი მიიღებს სარგებელს,“-ამბობს საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვახტანგ შაქარაშვილი.

დღის ამბები