18 ნოემბერი 2018,   19:21
ვრცლად
ტოჩინოშინმა სუმოს ლეგენდა, ჰაკუჰო დაამარცხა

ზაფხულის ბაშოს მე-12 დღეს ერთმანეთს ქართველი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და დიდი ჩემპიონი, სუმოს ლეგენდა ჰაკუჰო შეხვდნენ. დაპირისპირებას მთელი მსოფლიო ელოდა და ქართველმა ლეგენდარული მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა.

დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა სუმოისტმა რკალს მიღმა გაიყვანა მეტოქე. ეს ტოჩინოშინის პირველი გამარჯვებაა ჰაკუჰოსთან, რისთვისაც მას 26 ცდა დასჭირდა.

მე-13 დღეს 30 წლის ქართველი სუმოისტის მეტოქე მე-4 მაეგაშირა შოდაი იქნება. ამჟამად კი ტოჩინოშინის ზედიზედ 12 გამარჯვება აქვს და იმპერატორის თასის მოგების მთავარი კანდიდატია. 

დღის ამბები