27 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ვენესუელას ხელისუფლებამ ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ყოფილ ამერიკელ მძევალს შეხვდა. მისიონერი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში 2016 წლის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის სასამართლო ორდერის გარეშე, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ჯოშუა ჰოლტი ვენესუელის ხელისუფლებამ ორწლიანი პატიმრობის შემდეგ მოულოდნელად გაათავისუფლა, ის სამშობლოში, მეუღლესთან და სენატორ ბობ კორკერთან, ერთად დაბრუნდა, რომელიც გათავისუფლების მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ოფიციალური კარაკასის გადაწყვეტილების მიუხედავად, ვაშინგტონი ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ძალაში ტოვებს. 

დღის ამბები