27 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
"თქვენ მეკითხებით იმას, რაც უჩემოდაც კარგად იცით" - მეუფე გრიგოლი რუსეთიდან გამოგზავნილ სასულიერო პირზე საუბრობს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლთან ერთად საღმრთო ლიტურგიაში მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნების დელეგაციის წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყვნენ რუსეთის საპატრიარქოდან მოვლინებული სასულიერო პირებიც, რომლებმაც რუსეთის საპატრიარქოდან საქართველოში მოვლენილ მამა ვლადიმერის მისიაზეც ისაუბრეს. 

რაც შეეხება მეუფე გრიგოლის შეფასებას რუსეთის საპატრიარქოს მიერ საქართველოში გამოგზავნილ სასულიერო პირზე, მეუფე კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემსახურება თუ არა რუსი სასულიერო პირის მოვლინება, საქართველოში რუსეთის ინტერესების განხორციელებას, მეუფე გრიგოლის პასუხი ასეთია.

„ყველა ადამიანი ყველა სასულიერო პირი იცავს ღვთის განსაკუთრებული მყოფობის წარდგენას ადამიანის წინაშე. იმ დეტალებს, რასაც თქვენ მეკითხებით, ქართველი კაცი ყველგან საქართველოს ინტერესებს უნდა იცავდეს, ბუნებრივია, რომ სხვას არაფერს ველოდებით. თქვენ მეკითხებით იმას რაც უჩემოდაც კარგად იცით,“-აცხადებს მეუფე გრიგოლი.

დღის ამბები