26 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
არამგონია, რომ ივანიშვილს ეს მოეწონოს - მიხეილ სააკაშვილი ბრიტანელი იურისტის ანგარიშის შესახებ

"ის, რომ ასეთი მასშტაბის იურისტმა თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, მოჰკიდა ხელი ჩემს საქმეს და საერთაშორისო დაცვის ქვეშ აგვიყვანა და თქვა, რომ ეს არის ყველა ფუნდამენტური უფლების დარღვევა, არა მგონია, რომ ივანიშვილს ეს მოეწონოს," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბრიტანელი იურისტის ანგარიშის  შესახებ გააკეთა. 

ჯეფრი რობერტსონმა ჰააგაში დღეს 7-გვერდიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელშიც საუბარია საერთაშორისო კონვენციების და სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან პოზიტიურია, როდესაც ასეთი ძლიერი იურისტი ამზადებს ამგვარი სახის ანგარიშს. გარდა ამისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.

„როცა იძახიან, რომ ბოლოს და ბოლოს, საქართველოში იბრძვი თუ უკრაინაშიო, ორივეგან იმიტომ, რომ ესენი ისე არიან გადაჯაჭვული და გადაბმული, იმდენად ერთად გვიწამლავენ ცხოვრებას. ოლიგარქი სადაც არის, ყველგან მე ვიბრძოლებ. ის, რომ ასეთი მასშტაბის იურისტმა თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, მოჰკიდა ხელი ჩემს საქმეს და საერთაშორისო დაცვის ქვეშ აგვიყვანა და თქვა, რომ ეს არის ყველა ფუნდამენტური უფლების დარღვევა, არა მგონია, რომ ივანიშვილს ეს მოეწონოს იმიტომ, რომ ზუსტად ისევე, როგორც არღვევს პოროშენკო, ზუსტად ასევე ყველაფერს არღვევს ივანიშვილი,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.  

დღის ამბები