07 მაისი 2024,   03:30
ვრცლად
პროკურატურა ცდილობს ბრალდებული იმ დანაშაულისთვის დასაჯოს, რაც მას არ ჩაუდენია - ხორავას ქუჩის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

"პროკურატურის მიერ წარდგენილმა ბრალმა და იმან, თუ როგორ წარმართა თავისი პოზიცია სასამართლოში გამოძიებამ, ნათლად დაგვანახა, რომ პროკურატურა ცდილობს ბრალდებული იმ დანაშაულისთვის დასაჯოს, რაც მას საქმის მასალებით, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროს დასკვნით თანახმად, არ ჩაუდენია," - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო მათთვის ნივთმტკიცებების დროულად გადმოცემა, რამაც შეუძლებელი გახდა დასკვნის პირველ ინსტანციაში წარმოდგენა.

დღის ამბები