27 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი ხულიგნობისთვის დააკავა

პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეერაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა. 

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

დღის ამბები