27 აპრილი 2024,   02:42
ვრცლად
პრემიერი დაგვპირდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს - მარიამ კუბლაშვილი

მთავრობის ადმინისტრაცია, სადაც პრემიერთან შესახვედრად ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შევიდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ დატოვა.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველმა განაცხადა, მათ პრემიერი დაჰპირდა, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

„აშკარა იყო, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები და მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს. უშუალოდ აწარმოებს ამ საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას და ასევე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას.

ჩვენს მოთხოვნებზე, რომელიც ნამდვილად ადეკვატურია და რა დეტალებზეც მე ვისაუბრე, რომელიც ამ საქმის მასალებზე ვიცი კიდევ , რადგან სხვა ბრალდებულებთან ვარ წარმომადგენელი.

ეს იყო მისი ადამიანური პირობა,მისი პირადი პირობა, რომ ამ საკითხზე იგი გააკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

EMC-ის წარმომადგენლის, ადვოკატ თამთა მიქელაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილს და მის წარმომადგენლებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ მიუღიათ, რადგან შეხვედრას არ ესწრებოდა სუსი და პროკურატურა.

პრემიერი ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ადვოკატებთან ერთად ცალ-ცალკე შეხვდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილთან გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას მაჩალიკაშვილის ადვოკატები მარიამ კუბლაშვილი და თამთა მიქელაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები