03 მაისი 2024,   05:04
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სხდომა დაიწყო - მხარეები ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაზე მსჯელობენ

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სხდომა დაიწყო, რომელსაც მხარეების ოფიციალური წარმომადგენლების სტატუსით პირველად ესწრებიან ეგორ კოჩიევი და ირაკლი ანათაძე.

სხდომის მთავარი განსახილველი თემა ტატუნაშვილის მკვლეობა და ამ საქმის გამოძიების საკითხი იქნება. ქართული მხარე წარადგენს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და მასში ხაზგასმით არის ნიშნული, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები იყო.

წინა შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ამოცლილი ორგანოების გადმოცემა მოითხოვა. რა პასუხი იქნება ამ მოთხოვნაზე, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ საოკუპაციო რეჟიმის სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების თემაზეც. 

დღის ამბები