05 მაისი 2024,   16:33
ვრცლად
მირზა სუბელიანი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი უწყებაში, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.

პროკურატურის ყოფილი მაღლაჩინოსანი პირველ ივნისსაც იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. სუბელიანი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც შსს-მ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება ოფიციალურად გადაიბარა.

მირზა სუბელიანის სახელი აქტუალური 2017 წლის პირველ დეკემბერს გახდა, როდესაც გაირკვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მისი ოჯახის წევრები, მიხეილ და ლუკა კალანდიები, მონაწილეობდნენ.

მირზა სუბელიანს მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე, საქმის მასალების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს.

 

დღის ამბები