27 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - მირზა სუბელიანი ოთხი საათია გამოძიების კითხვებს პასუხობს

თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. 

სუბელიანი საგამოძიებო უწყებაში უკვე ოთხი საათია იმყოფება. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი შს სამინისტროში მეორედ იკითხება.

პირველ გამოკითხვაზე ის პირველ ივნისს იყო დაბარებული. მაშინ მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

უცნობია, ამჯერად რა აინტერესებს გამოძიებას. პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოკითხვაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

საქმის გამოძიება შს სამინისტროს საპროტესტო აქციების შემდეგ გადაეცა.  

დღის ამბები