27 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
13 წლის მოზარდი, რომელსაც საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაეჯახა ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში რჩება

13 წლის მოზარდი, რომელსაც მოსკოვის გამზირზე საპატრულო პოლიციის ვატომობილი  დაეჯახა ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

მედიკოსების თქმით, შინაგანი ორგანოების დაზიანების საშიშროება მოხსნილია, მაგრამ მოზარდს აღენიშნება გარეგანი დაზიანებები, რის გამოც პაციენტის მკურნალობის პროცესი გრძელდება. 

„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ამ დროისათვის,მის სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრება,აქ არის ერთადერთი მომენტი გასათვალისწინებელი,რომ არ ყოფილიყო შინაგანი ორგანოს დაზიანება, საბედნიეროდ არანაირი ორგანოს დაზიანება არ აქვს ბავშვს,“- განაცხადა ი. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა ქეთევან შარანგიამ.

საპატრულო პოლიციის ავტომობილი 13 წლის მოზარდს მოსკოვის გამზირზე გუშინ დაეჯახა. მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთ მათგანის მიხედვით, მოზარდი „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა, მეორე ვერსიით, კი ის საავტომობილო მონაკვეთზე გადარბოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში თუ საქმეში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მძღოლის ბრალეულობა, სასჯელი განისაზღვრება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხით, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები