26 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
ფოთის საკრებულოს დადგენილება ადგილობრივებს ცხოველებთან ზოოფილურ აქტებს უკრძალავს

ფოთის საკრებულოს დადგენილება ადგილობრივებს ცხოველებთან ზოოფილურ აქტებს უკრძალავს. დოკუმენტს 17-მა ადგილობრივმა დეპუტატმა მოაწერა ხელი, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი შინაარსი უმეტესობისთვის უცნობია.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, მამუკა ხორავას მტკიცებით, პროექტი დეპუტატებს მხოლოდ კენჭისყრის დღეს გადაეგზავნათ და მისი ბოლომდე გაანალიზება შეუძლებელი იყო.

ზოოფილიის აკრძალვას რომ დაუჭირა მხარი, მხოლოდ „კურიერის“ მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ შეიტყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამაც. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს დეპუტატებს კანონპროექტების გაცნობის საშუალება არ მისცეს და სასურველი დადგენილებები ამ გზით გაიტანოს.

საკრებულოს თავმჯდომარე ამ თემაზე კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. მმართველი გუნდის ნაწილი კი ზოოფილიის შესახებ ჩანაწერის არსებობას დოკუმენტში საერთოდ უარყოფს.  

დოკუმენტის თანახმად, შინაურ ცხოველებთან ზოოფილური აქტი სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება. დადგენილების დამრღვევს კი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯიან, ცხოველს კი თავშესაფარში გადაიყვანენ.

ფოთის საკრებულოში განმარტავენ, რომ დადგენილება საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად მიიღეს.

ფოთელების ნაწილისთვის დადგენილების ამ პუნქტს ისედაც არეგულირებს რელიგიური მრწამსი თუ ეროვნული წარმომავლობა. მოსახლეობის თქმით, ქალაქს სოციალურ და ეკონომიკური პრობლემები უფრო აწუხებს. 

დღის ამბები