27 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
მირზა სუბელიანი ბრალდებას აღიარებს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, ბრალდებას აღიარებს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობნილებლობის ბრალდებით არის დაკავებული.

„რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების - მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები,“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

"სისხლის სამართლის კოდექსის" 376-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები